არასამეწარმეო (არაკომეციული) იურიდიული პირი - ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია შეიქმნა და ოფიციალურად დარეგისტრირდა 2016 წელს. მისი დამფუძნებლები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუიზა გაბუნია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ლია გუმბარიძე.