ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში დაფუძნებული იქნა საერთაშორისო ჟურნალი - "მსოფლიოს მედიცინა: ბიოსამედიცინო მეცნიერებების ჟურნალი" (ISSN 2960-9356), რომელიც არის თავისუფალი წვდომის ჟურნალი ბიოლოგიასა და მედიცინაში, ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების შედეგების დისემინაციის, მტკიცებულებების განვითარების და გავრცელების თვალსაზრისებით. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია სთავაზობს მტკიცებულებების წვდომის მასშტაბურ ელექტრონულ პლატფორმას მრვალჯერადი ჩამოტვირთვის შესაძლებლობით.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია და ექსპერტები მიესალმებიან როგორც ორგინალური კვლევების შედეგების შემცველი, ასევე, მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომების გამოქვეყნებას. ავტორები, უკვე არსებული გამოცდილების საფუძველზე, პერმანენტულად აქვეყნებენ სტატიებს რეგისტრაციის და გამოქვეყნების პროცედურებთან დაკავშირებული ბარიერების გარეშე, საავტორო უფლებების და ეთიკის პრინციპული საკითხების დაცვით, BMC სალიცენზიო ხელშეკრულების მიხედვით.
ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით ნაშრომების გამოქვეყნება ხდება შემდეგ დისციპლინებში:
ანატომიური პათოლოგია;
ბიოქიმია;
გენეტიკა;
იმუნოლოგია;
მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია;
მოლეკულური, უჯრედული და კიბოს ბიოლოგია;
ნეირომეცნიერებები;
ფარმაკოლოგია;
ფიზიოლოგია.
World of Medicine: Journal of Biomedical Sciences (2960-9356) მიზნად ისახავს უზრუნველყოს საერთაშორისო ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების, ინტერდისციპლინური დისკუსიების წახალისება და მედიცინის წინსვლა, მტკიცებულებების გავრცელების დაჩქარებით და სამეცნიერო კომუნიკაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობით.
ჟურნალის სარედქციო პოლიტიკის და შაბლონის გათვალისწინების საფუძველზე მომზადებული სტატია გამოიგზავნება შემდეგ მეილებზე: l.gabunia@tsmu.edu; k.ghambashidze@tsmu.edu
რევიუერების ექპერტიზის შემდეგ, სტატიის პოზიტიურად შეფასების საფუძველზე, ერთი თვის ფარგლებში მოხდება სტატიის გამოქვეყნება.
ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, გამოქვეყნებული იქნება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც აღწერს კონცეპტუალურ, კონსტრუქციულ, ექსპერიმენტულ ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომებს და რომლებიც წარმოადგენს კვლევის გამოუქვეყნებელ შედეგებს. სტატიის წარდგენა გულისხმობს, რომ იგი არ განიხილება სხვაგან გამოსაქვეყნებლად.
დააწკაპუნეთ სრული ტექსტის შაბლონისთვის.