2025 წლის 10-11 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, იგეგმება საერთაშორისო კონფერენცია - „პირველი ქართულ-ბრიტანული საერთაშორისო ინტერდისციპლინური სკოლა-კონფერენცია გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში“.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ჩატარდეს მასტერკლასი თემაზე: „პოსტდიპლომური განათლების საკითხები დიდი ბრიტანეთის სამედიცინო განათლებაში, რეგულაციები და მოთხოვნები პრაქტიკულ/კლინიკურ საქმიანობაში“.

ასევე, დაგეგმილია შემდეგი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია:
· Basics of Biomedical Research and Scientific Skills (Luiza Gabunia, Shorena Khetsuriani, Natia Gamkrelidze);
· ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში - რას ცვლის ახალი ტექნოლოგიები ჯანდაცვაში (ლევან რატიანი, თორნიკე ზედელაშვილი);
· 65+ ზემოთ ასაკის პაციენტების რაციონალური ფარმაკოთერაპია, პოლიპრაგმაზიის რისკები და გამოწვევები (ლუიზა გაბუნია, ნანა გორგასლიძე).