კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასი: „პოსტდიპლომური განათლების საკითხები დიდი ბრიტანეთის სამედიცინო განათლებაში, რეგულაციები და მოთხოვნები პრაქტიკულ/კლინიკურ საქმიანობაში“, რომელიც ჩატარდება 11 ოქტომბერს 10:00-13:00 სთ-ზე თსსუ-ის ადმინისტრაციის შენობაში.

• დიდი ბრიტანეთის კარგი სამედიცინო პრაქტიკა - სტივ ჰაიერი - PhD, MA, MD, FRCP, FRCOG, ESTH, სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებელი ოფიცერი, კონსულტანტი ექიმი (დიაბეტი და ენდოკრინოლოგია), წმინდა ჰელიერის და როიალ მარსდენის საავადმყოფოები, უფროსი ლექტორი, კლინიკური პროფესორი (კარიბის ამერიკული უნივერსიტეტი და როსის უნივერსიტეტები);

• სამეფო კოლეჯის გამოცდა - მარკ სატონ-სმიტი - BSc, DIC, PhD, BM, FRCP, სტაციონარული მედიცინის კლინიკური დირექტორი, ეპსომისა და წმინდა ჰელიერის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების NHS ტრასტი;

• კარგი სამედიცინო პრაქტიკის ასახვა შეფასებაში და საერთაშორისო რეკრუტირების რევალიდაცია - ნინო ნანდოშვილი - სამედიცინო პერსონალის ოფიცერი ადამიანური რესურსების მიმართულებით, ეპსომისა და წმინდა ჰელიერის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების NHS ტრასტი.

მასტერკლასში მონაწილეობისათვის აუცილებელია აპლიკანტი დარეგისტრირდეს მსმენელად და გადაიხადოს შესაბამისი მოსაკრებელი (იხ. ინფორმაცია რეგისტრაციის ღილაკში).
მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე: რეგისტრაცია